ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ამ პროექტის განხორციელების იდეა წარმოშვა მოზარდის ძირითადი სამეტყველო უნარების (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) განვითარების აუცილებლობამ. წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის დაბალი დონე ქმნის დიდ პრობლემებს საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის დროს.
მოსწავლეები გაკვეთილზე კი იღებენ თეორიულ ცოდნას წერის კულტურის დახვეწისა და ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაციის შესახებ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მათ ბოლომდე გაიაზრონ არსებული პრობლემა, ამიტომ ჩემი მიზანი იყო:
ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაცია; ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება და დახვეწა; მოტივაციის ამაღლება; წიგნთან ურთიერთობის, დამოუკიდებელი მუშაობის, კვლევა-ძიების, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება; წიგნისადმი ინტერესის გაღვივება; მოსწავლეთა ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში; კალიგრაფიის კონკურსის გამართვა; სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება; ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნება; მოსწავლეთა კომპეტენციების ამაღლება.
პროექტი ითვალისწინებს საგანთა ინტეგრაციას და ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების შესაქმნელად.
პროექტზე მუშაობის დროს მსურდა, მოსწავლეებს განვითარებოდათ:
1. გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების, ინტერვიუს აღების, გამოკითხვის ჩატარების, მასალების დამუშავების, ისტ-ის მეშვეობით პრეზენტაციების მომზადების უნარ-ჩვევა.
2. თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღება.
3. მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
4. საჭიროებებიდან გამომდინარე მათი სურვილებისა და მოტივების დადგენა, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.
ვინაიდან მასალების მოსაძიებლად დიდი სამუშაო იყო ჩასატარებელი, იდეა გავაცანი ჩემს კოლეგებს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის გამგეს. ისინი დაინტერესდნენ ამ პროექტით, თავის მხრივ, საკუთარი იდეებით გაამდიდრეს და მხარში ამომიდგნენ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.
ჩემი კოლეგების წინადადებები კი ასეთი იყო:
ვის შემოაქვს პროექტის იდეა?
იდეის ავტორი: ნინო გამყრელიძე განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი.
რა საკითხს/სფეროს შეეხება ეს ინიციატივა?
მოსწავლეებში ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაცია; მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, საჭიროებებიდან გამომდინარე მათი სურვილებისა და მოტივების დადგენა, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.

შევიტანოთ ჩვენი წვლილი პროექტის იდეის განვითარებასა და პროექტის მონახაზის შექმნაში
ვის შემოაქვს პროექტის იდეა?
იდეის ავტორი: ნინო გამყრელიძე განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი.
რა საკითხს/სფეროს შეეხება ეს ინიციატივა?
მოსწავლეებში ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაცია; მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, საჭიროებებიდან გამომდინარე მათი სურვილებისა და მოტივების დადგენა, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.
აქტუალურად მიმაჩნია თუ არა შემოთავაზებული იდეა და რატომ?
იდეა აქტუალურია, რადგან მოზარდთა წიგნიერებისა და წერითი კულტურის დაბალი დონე თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. სწორად წერისა და მეტყველების სწავლის საჭიროება დღითიდღე იზრდება, რის გამოც აუცილებელია ენაში სხვადასხვა სამუშაოს კოორდინაციის დაცვა.

რა მიზანს ისახავს ეს ინიციატივა?
საგანმანათლებლო პროექტში პირველკლასელთა ჩართვა; კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; წიგნთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილების აღწერა; ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპის დაცვა; ნაბეჭდი ფურცლიდან ტექსტის გადაწერა; წერის პროცესში საგნების, მათი თვისებებისა და მოქმედებების გამომხატველი სიტყვების გამოყენება; მოდელის მიხედვით სხვადასხვა სახის ყოფითი ტექსტების შექმნა და გაფორმება; კვლევითი უნარების განვითარება; მოსწავლეთა კომპეტენციების ამაღლება. კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობის მიღება.
რა კითხვებს დავუსვამდი იდეის ავტორს?
აპირებ თუ არა კვლევის გაგრძელებას, თუ პროექტი ერთჯერადია და გამოქვეყნებისთანავე დასრულდება?
რამდენად რეალისტურად მესახება ის ამოცანები, რომლებიც ინიციატორებმა დაგვისახეს? ხელს შეუწყობს თუ არა ეს ნაბიჯები მიზნის მიღწევას?
შემოთავაზებული ამოცანები რეალისტურია. მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება მასალების მოძიება. გარკვეულ ნაწილს შედარება, კვლევის ჩატარება. ზოგ მოსწავლეს დისკუსიის გამართვა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, კვირის გეგმის შედგენა, აპლიკაციების დამზადება და ნაწერების გაფორმება, პრეზენტაციებისა და გამოფენის მოწყობა.
კონკრეტული ამოცანების საშუალებით მოსწავლეები საფუძვლიანად დაამუშავებენ და შეისწავლიან ამ საკითხებს.
პროექტის ინიციატივას მე შემდეგი იდეებით გავამდიდრებდი...
ჩემი აზრით, საინტერესო იქნებოდა თუ მოვიწვევდით სხვადასხვა სკოლებიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეებს და გავმართავდით საჯარო პრეზენტაციას, მოვახდენდით შედეგების ანალიზს. სიამოვნებით მოვისმენდი კომპეტენტური პირებიდან რეკომენდაციებს. კარგი იქნებოდა სასკოლო ტურების მოწყობა საუკეთესო კალიგრაფის გამოსავლენად.
რატომ და როგორ წაადგება ჩემი იდეები პროექტის წარმატებულ განხორციელებას?
მოსწავლეები შეძლებენ, გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად წერისა და მეტყველების სწავლა, აუმაღლდებათ მოტივაცია, მაქსიმალურად მოახდენენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

No comments:
Post a Comment