სასწავლო პროექტის ანგარიში


 სასწავლო პროექტის ,,ვწეროთ ლამაზად”!

წერილობითი  ანგარიში

სასწავლო პროექტი ,,ვწეოთ ლამაზად“! ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში Iა კლასის მოსწავლეების მიერ დაიგეგმა. ხელით წერის კულტურის განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის თვალსაზრისით საქართველოში არსებულმა პრობლემამ გადაგვაწყვეტინა, გაგვეხორციელებინა აღნიშნული პროექტი და მოპოვებული ინფორმაციები, გადაღებული ფოტო-მასალები გაგვეზიარებინა როგორც უფროსებისთვის, ასევე თანატოლებისთვის.
მოსწავლეებმა ჩემთან ერთად დაგეგმა და განახორციელა შემდეგი აქტივობები:


აქტივობა I-მოსამზადებელი სამუშაოები (01.05)

მოსწავლეებმა პროექტის თემისა და მიზნების გაცნობის შემდეგ დაიწყეს განსახორციელებელ ამოცანებზე სერიოზული მუშაობა. მათი ინიციატივით დაიგეგმა შესასრულებელი სამუშაოები, გადანაწილდა დავალებები, გაიწერა ვადები და ყველა ჯგუფს მიეკუთვნა პრეზენტაციის დღეები.

აქტივობა II- ინფორმაციების მოძიება და პრეზენტაცია (02.05-06.05)

ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ინტერნეტში ეძებდნენ მასალას ,,ქართული დამწერლობის“ შესახებ. ერთი ჯგუფი მუშაობდა ,,ქართული დამწერლობის“ ისტორიულ ცნობებზე. მეორე ჯგუფი-,,ქართული დამწერლობის სახეებზე“. მესამე ჯგუფი-,,ქართული დამწერლობის ილიასეულ რეფორმაზე“. მეოთხე ჯგუფი-ქართულ ანბანზე. მეხუთე ჯგუფი-ფოტო-მასალის მოპოვებაზე.
თითოეული ჯგუფი გაწერილ დროს აკეთებდა პრეზენტაციას და E-learning -ის  საშუალებით უზიარებდა ერთმანეთს.

აქტივობა III-კვირის გეგმის შედგენა (03.05)

მუშაობის პროცესში  მოსწავლეები ადგენდნენ კვირის გეგმას, მუდმივად აკონტროლებდნენ, მისდევდნენ თუ არა დაგეგმილს, აფასებდნენ, როდის უკეთ გადიოდნენ შედეგზე. შესაბამისად, იზრდებოდა მათი მოტივაცია.

აქტივობა IV- სინას მთაზე არსებული ქართული ბიბლიოთეკის ისტორიის გაცნობა და პრეზენტაცია (07.05-08.05)

მოსწავლეები კარგად გაეცვნენ ქართული კულტურის უნიკალურობისა და სიდიადის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს-ორიგინალურ ქართულ ხელნაწერებსა და უძველესი დამწერლობის მატიანეს. მათ დეტალურად განიხილეს სინას მთაზე არსებული ქართული ბიბლიოთეკის ისტორია. ინტერნეტიდან მოიძიეს უნიკალური ფოტოები და კლასში ერთმანეთს გაუზიარეს კლასის მართვის პროგრამით. მათ ისიც გაიგეს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით უკვე მესამე წელია, იმართება კონკურსი სახელწოდებით-,,ქართული კალიგრაფია“. ჩემმა პატარებმა ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი მაშინვე გამოთქვეს.
მოსწავლეების წინაშე იდგა პრობლემა-ხელით წერის კულტურის განვითარება და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა. ისინი მსჯელობდნენ ამ საკითხზე, თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრებს, შეაჯერებდნენ და ჯგუფური მუშაობის გზით ეძებდნენ გადაჭრის გზებს. ჯგუფის წევრები თავად იმუშავებდნენ შესაძლო სტრატეგიებს, გეგმავდნენ შესასრულებელ სამუშაოებს და გაწერილ დროში წარუდგენდნენ თანაკლასელებს.

აქტივობა V-კვლევა სპეციალური კითხვარის საშუალებით (10.05)

მოსწავლეებმა შეიმუშავეს სპეციალური კითხვარი, რითაც აწარმოებდნენ კვლევას. ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ და ერთვებოდნენ პრობლემის მოგვარების გუნდურ პროცესში, რომლის დროსაც უკეთ ახერხებდნენ საჭირო ინფორმაციის მიღებასა და უნარ-ჩვევების განვითარებას. კვლევის შედეგებზე ერთად მსჯელობდნენ და დამოუკიდებლად გამოჰქონდათ დასკვნები.


კითხვები კვლევის ჩასატარებლად:

1.      ვარჯიშობ თუ არა ბევრს წერაში?
2.      შეგიძლია თუ არა არეული ასოებისგან სიტყვების აწყობა?
3.      იყენებ თუ არა წერის დროს სასვენ ნიშნებს?
4.      საშინაო დავალებებს დამოუკიდებლად წერ თუ დედა გეხმარება?
5.      გამოგყავს თუ არა ლამაზად და სუფთად ასოები?
6.      შეგიძლია თუ არა საკუთარი ნაწერის გასწორება?
7.      მიგიღია თუ არა სხვა პროექტში მონაწილეობა?
8.    რა გასწავლა ამ პროექტმა?

 აქტივობა VI-დისკუსია (13.05)

საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა შეარჩიეს სპეციალურ ფურცლებზე გადმოსაწერი  ტექსტები; წაიკითხეს რამდენჯერმე; ჯგუფებში გაანალიზეს; დააკონკრეტეს ზოგიერთი გაურკვეველი საკითხი; იმსჯელეს ილუსტრაციისა და ტექსტის შესაბამისობაზე და მოემზადნენ კონკურსისთვის.

აქტივობა VII- მოსწავლეთა ემოციების აღწერა და შეფასებები (14.05)

კალიგრაფიის კონკურსის დროს მოსწავლეები ვერ ფარავდნენ საკუთარ ემოციებს და ბავშვური გულუბრყვილობით აღწერდნენ წერის პროცესს:
ლერი ნამჩევაძე-,,ვნერვიულობ, ზოგჯერ ოფლიც მომდის და მცხელა. ვიძაბები. მინდა, რომ უფრო კარგად  ვწერო  და ლამაზი ხელის ჩუქურთმა მქონდეს“.
ლიზი დეკანოიძე-,,მიხარია, რომ ამ პროექტში ვღებულობ მონაწილეობას. სრულებითაც არ ვღელავ. ვცდილობ, ნელა და ლამაზად ვწერო. იმედია, გავიმარჯვებ“.
გიორგი მანაგაძე-,,მინდა, როგორც ჩემი მასწავლებელი წერს, ისე ლამაზად დავწერო“.
მარიამ სალუქვაძე-,,ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ წერას, რომ ჩემი ნამუშევარი სხვადასხვა ნახატით გავაფორმო  და ,,საგამოფენო ზონაში“ გამოვფინო“.
კარლი მუკბანიანი-,,მე ძალიან მომწონს ჩემი ნაწერი. ლამაზად გამომყავს ასოები. ვფიქრობ, ჩემი ნაწერი ყველას მოეწონება“.

აქტივობა VII- აპლიკაციების დამზადება ნაწერების გაფორმება და გამოფენის მოწყობა (01.05-14.05)

წერის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გულდასმით წაიკითხეს თავიანთი ნაშრომი, შემდეგ კი ჯგუფებში მეწყვილის ნაწერსაც გადახედეს, იმსჯელეს და დაიწყეს დიზაინის შემუშავებაზე ფიქრი. მათ გაუადვილდათ ამ აქტივობის შესრულება, რადგან ხელოვნების გაკვეთილებზე უამრავი აპლიკაცია ჰქონდათ დამზადებული. ისინი ხატავდნენ ლამაზ ყვავილებს, ხეებს, ბუჩქებს, მწერებს, მანქანებს, ამზადებდნენ ჩარჩოებს, აფერადებდნენ, ჭრიდნენ და მუყაოზე აწებებდნენ-ქმნიდნენ ახალ პროდუქტს. დასრულებულ აპლიკაციებს უღებდნენ ფოტოებს და ერთმანეთს უზიარებდნენ. აპლიკაციების დამზადების დასრულების შემდეგ საკუთარი ფანტაზიითა და გემოვნებით მორთეს ნაწერები და საკლასო ოთახის ,,საგამოფენო ზონაში“ მოაწყვეს საკლასო გამოფენა, შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს. მოსწავლეებმა  გადაიღეს ფოტოები.

აქტივობა VIII- საჯარო პრეზენტაციის მოწყობა (15.05)

პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები იგეგმებოდა მოსწავლეებთან ერთად. დასრულების შემდეგ მათ მოიწვიეს მშობლები, დაწყებითი კლასის სხვა მოსწავლეები და მოაწყვეს საჯარო პრეზენტაცია.
პროექტის გეგმაში თავიდანვე არ იყო გაწერილი და მინიშნებული საუკეთესო კალიგრაფის გამოვლენა. მიზანი იყო, რომ გაგვემხნევებინა თითოეული მოსწავლე, დაგვეჯილდოვებინა მათი მონდომება და ძალისხმევა.
ასეთ შემთხვევაში სწავლა აქტიურ პროცესად გარდაიქმნება და იგი არაა მოსაწყენი, ერთფეროვანი. მოსწავლეები მოტივირებულნი არიან და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნიათ. ისინი ხალისით მუშაობენ, თანამშრომლობენ ერთმანეთთან. კოლაბორაცია, გუნდური  მუშაობა მათი სტრატეგიაა.
ისტ-ი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ. ინფორმაციის გაზიარება ბუკის საშუალებით მათთვის იყო ერთადერთი გზა და მიეცათ მეტი შანსი, ყოფილიყვნენ შემოქმედებითნი, ინოვაციურები., მონაწილეობას იღებენ საკუთარი სწავლის პროცესში.  წახალისებულია მათი შემოქმედებითობა.
ხელოვნების გაკვეთილებზე ფოტოს გადაღების დროს მოსწავლეები ცდილობდნენ, რომ ეკრანზე გამოსახულება ზუსტად და სუფთად აღბეჭდილიყო, არეგულირებდნენ დროს, შეცდომების შემთხვევაში ხელახლა უხდებოდათ გადაღება. ის მასალები, რომლებიც მათ წარმოადგინეს, აუცილებლად ითხოვდა კომპიუტერის გამოყენებას. სხვა რესურსი ფაქტობრივად, მათთვის მიუწვდომელი იყო. ბუკის საშუალებით ადვილად ახდენდნენ ფოტოებისა და პრეზენტაციების დემონსტრირებას.
 
და ბოლოს, შევქმენით ბლოგი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, განვათავსოთ ჩვენ მიერ ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიების ამსახველი ფოტო-მასალა, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება.


                    პროექტზე მუშაობის ვადები


ეტაპები
ვადები/დაწყება
დამთავრება

mosamzadebeli samuSaoebi
01.05
ინფორმაციების მოძიება და პრეზენტაცია
02.05
06.05
კვირის გეგმის შედგენა

03.05
სინას მთაზე არსებული ქართული ბიბლიოთეკის ისტორიის გაცნობა

07.05
08.05
კვლევა სპეციალური კითხვარის საშუალებით
10.05

დისკუსია
13.05

მოსწავლეთა ემოციების აღწერა და შეფასებები
14.05
აპლიკაციების დამზადება, ნამუშევრების გაფორმება და გამოფენის მოწყობა
01.05
14.05
საჯარო პრეზენტაცია
15.05


No comments:

Post a Comment