სასწავლო პროექტის ,,ვწეროთ ლამაზად“! გეგმა
პროექტის სახელწოდება
|
ვწეროთ ლამაზად!
|
პროექტის
მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
|
მოსწავლეებში ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაცია;
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, საჭიროებებიდან გამომდინარე მათი სურვილებისა და
მოტივების დადგენა, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.
|
პროექტის აქტუალობა
|
ხელით წერის კულტურის განვითარება მოსწავლეებში და
მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა; შემეცნებითი საუბრები ქართული კალიგრაფიის
შესახებ.
|
პროექტის მიზნები
|
ხელი შეუწყოს ქართული ანბანის
განსაკუთრებულობის შეგრძნებას; ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაციას; ესთეტიკური
გემოვნების ჩამოყალიბებასა და დახვეწას;
მოტივაციის ამაღლებას; წიგნთან ურთიერთობის, დამოუკიდებელი მუშაობის, კვლევა-ძიების, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას; წიგნისადმი ინტერესის
გაღვივებას; მოსწავლეთა ჩაბმას შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში;
კალიგრაფიის კონკურსის გამართვას; სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას; მოსწავლეთა კომპეტენციების ამაღლებას.
პროექტი ითვალისწინებს საგანთა ინტეგრაციას და ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების შესაქმნელად.
|
მონაწილეთა ასაკი
|
5-6 წელი
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
01.05-14.05.2013
|
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლე შეძლებს ქართული
ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნებას; ლამაზად წერის ხელოვნების დაუფლებას; ესთეტიკური
გემოვნების ჩამოყალიბებასა და დახვეწას; წიგნთან ურთიერთობის, დამოუკიდებელი მუშაობის,
კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას; წიგნისადმი ინტერესის
გაღვივებას; მონაწილეობას მიიღებს შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში;
საკუთარი კომპეტენციების ამაღლებას; ხელი შეეწყობა თეორიული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
|
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
ოთხბადიანი
რვეულის ფურცლები, საწერ-კალმები, ფერადი
ფურცლები, მუყაო, წებო, ფერადი
ფანქრები, საღებავები, ფუნჯები, წყალი,
ბაფთები, მაკრატელი, ბუკები, პროექტორი,
ფოტოაპარატი.
|
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
|
1.
მოსწავლეებმა ინტერნეტიდან მოიძიეს ინფორმაცია ,,ქართული დამწერლობის“ შესახებ. გაინაწილეს დავალებები.
ერთი ჯგუფი მუშაობდა ,,ქართული დამწერლობის“ ისტორიულ ცნობებზე, მეორე ჯგუფი-,,ქართული დამწერლობის სახეებზე“, მესამე ჯგუფი-,,ქართული
დამწერლობის ილიასეულ რეფორმაზე“,
მეოთხე ჯგუფი-ქართულ ანბანზე, მეხუთე ჯგუფი-ფოტო-მასალის მოპოვებაზე. მათ ბუკის საშუალებით გაუზიარეს ინფორმაციები ერთმანეთს
და თითოეულმა ჯგუფმა განკუთვნილ დროს გააკეთა პრეზენტაცია.
2.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სინას მთაზე არსებული
ქართული ბიბლიოთეკის ისტორიის შესახებ და გააკეთეს პრეზენტაცია.
3.
ჯგუფის თითოეული წევრი ადგენდა კვირის გეგმას და მუდმივად აკონტროლებდა პროგრესს.
4.
მოსწავლეებმა ჩაატარეს
კვლევა სპეციალური კითხვარის საშუალებით.
5.
ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა დაამზადეს უამრავი აპლიკაცია,
რომლითაც საკუთარი ფანტაზიითა და გემოვნებით მორთეს ნაწერები და საკლასო ოთახის
,,საგამოფენო ზონაში“ გამოაკრეს. შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს, გადაიღეს
ფოტოები.
6.
მოსწავლეებმა შეარჩიეს საკონკურსო ტექსტები და დეტალურად
განიხილეს თითოეული მათგანი.
7.
მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით მოაწყვეს კალიგრაფიის
კონკურსი.
8.
კალიგრაფიის კონკურსის დროს მოსწავლეები ვერ ფარავდნენ
საკუთარ ემოციებს და ბავშვური გულუბრყვილობით აღწერდნენ წერის პროცესს (იხილეთ დანართი).
9.
კონკურსის დასრულების
შემდეგ მოსწავლეებმა მოაწყვეს საჯარო პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ დაწყებითი
კლასების მასწავლებლები, სხვა კლასის მოსწავლეები და მშობლები. გადაიღეს ფოტოები.
10. შეფასება და თვითშეფასება.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი
|
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტის შედგენა
და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლის დაცვით; ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების
გამოყენება; კონკრეტული საკითხების დამუშავება; ქართული ენისა და ხელოვნების გაკვეთილებზე
მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება; საჭიროებებიდან გამომდინარე ისტ-ის
ადეკვატურად გამოყენება;
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ნინო გამყრელიძე
განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
|
პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
|
ninogamkrelidze@gmail.com
|
No comments:
Post a Comment