Wednesday, 21 August 2013

სასწავლო პროექტი-ვწეროთ ლამაზად!


პროექტის სახელწოდება:

 ვწეროთ ლამაზად!

პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებში ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაცია; მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, საჭიროებებიდან გამომდინარე მათი სურვილებისა და მოტივების დადგენა, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.
პროექტის აქტუალობა:

ხელით წერის კულტურის განვითარება მოსწავლეებში და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა; შემეცნებითი საუბრები ქართული კალიგრაფიის შესახებ.
პროექტის მიზნები:
ხელი შეუწყოს ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნებას; ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაციას; ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებასა და  დახვეწას; მოტივაციის ამაღლებას;  წიგნთან ურთიერთობის, დამოუკიდებელი მუშაობის, კვლევა-ძიების, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;  წიგნისადმი  ინტერესის  გაღვივებას; მოსწავლეთა  ჩაბმას შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში; კალიგრაფიის კონკურსის გამართვას; სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას; მოსწავლეთა  კომპეტენციების  ამაღლებას.
 პროექტი ითვალისწინებს საგანთა ინტეგრაციას და ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების შესაქმნელად.
მონაწილეთა ასაკი:

 5-6 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:  

1.05-14.05.2013

მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლე შეძლებს ლამაზად წერის ხელოვნების დაუფლებას; ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებასა და  დახვეწას;   წიგნთან ურთიერთობის, დამოუკიდებელი მუშაობის, კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი  უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;  წიგნისადმი  ინტერესის  გაღვივებას; საკუთარი  კომპეტენციების  ამაღლებას; მონაწილეობას მიიღებს შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში; ხელი შეეწყობა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
დიზაინი:  

პროექტის  თანმიმდევრულობა  დაცულია.  პროექტი  შესრულებულია  ქართულ  ენაზე.
დამხმარე საშუალებები და ძირითადი რესურსები:

ოთხბადიანი რვეულის ფურცლები, საწერ-კალმები, ფერადი  ფურცლები, მუყაო, წებო,  ფერადი  ფანქრები,  საღებავები, ფუნჯები, წყალი, ფერადი ლენტები,  მაკრატელი, ბუკები, პროექტორი, ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა:

მოსწავლეებმა პროექტის თემისა და მიზნების გაცნობის შემდეგ დაიწყეს განსახორციელებელ ამოცანებზე სერიოზული მუშაობა. მათი ინიციატივით დაიგეგმა შესასრულებელი სამუშაოები, გადანაწილდა დავალებები, გაიწერა ვადები და ყველა ჯგუფს მიეკუთვნა პრეზენტაციის დღეები.
ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ინტერნეტში ეძებდნენ მასალას ,,ქართული დამწერლობის“ შესახებ. ერთი ჯგუფი მუშაობდა ,,ქართული დამწერლობის“ისტორიულ ცნობებზე. მეორე ჯგუფი-,,ქართული დამწერლობის სახეებზე“. მესამე ჯგუფი-,,ქართული დამწერლობის ილიასეულ რეფორმაზე“. მეოთხე ჯგუფი-ქართულ ანბანზე. მოიძიეს ვიდეო ფაილიც.  მეხუთე ჯგუფი-ფოტო-მასალის მოპოვებაზე.
თითოეული ჯგუფი გაწერილ დროს აკეთებდა პრეზენტაციას და E-learning -ის  საშუალებით უზიარებდა ერთმანეთს.







მუშაობის პროცესში  მოსწავლეები ადგენდნენ კვირის გეგმას, მუდმივად აკონტროლებდნენ, მისდევდნენ თუ არა დაგეგმილს, აფასებდნენ, როდის უკეთ გადიოდნენ შედეგზე. შესაბამისად, იზრდებოდა მათი მოტივაცია.
მოსწავლეები კარგად გაეცვნენ ქართული კულტურის უნიკალურობისა და სიდიადის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს-ორიგინალურ ქართულ ხელნაწერებსა და უძველესი დამწერლობის მატიანეს. მათ დეტალურად განიხილეს სინას მთაზე არსებული ქართული ბიბლიოთეკის ისტორია. ინტერნეტიდან მოიძიეს უნიკალური ფოტოები და კლასში ერთმანეთს გაუზიარეს კლასის მართვის პროგრამით. მათ ისიც გაიგეს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით უკვე მესამე წელია, იმართება კონკურსი სახელწოდებით-,,ქართული კალიგრაფია“. ჩემმა პატარებმა ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი მაშინვე გამოთქვეს.
მოსწავლეების წინაშე იდგა პრობლემა-ხელით წერის კულტურის განვითარება და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა. ისინი მსჯელობდნენ ამ საკითხზე, თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრებს, შეაჯერებდნენ და ჯგუფური მუშაობის გზით ეძებდნენ გადაჭრის გზებს. ჯგუფის წევრები თავად იმუშავებდნენ შესაძლო სტრატეგიებს, გეგმავდნენ შესასრულებელ  სამუშაოებს და გაწერილ დროში წარუდგენდნენ თანაკლასელებს.
საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა შეარჩიეს სპეციალურ ფურცლებზე გადმოსაწერი  ტექსტები; წაიკითხეს რამდენჯერმე; ჯგუფებში გაანალიზეს; დააკონკრეტეს ზოგიერთი გაურკვეველი საკითხი; იმსჯელეს ილუსტრაციისა და ტექსტის შესაბამისობაზე და მოემზადნენ კონკურსისთვის.
კალიგრაფიის კონკურსის დროს მოსწავლეები ვერ ფარავდნენ საკუთარ ემოციებს და ბავშვური გულუბრყვილობით აღწერდნენ წერის პროცესს:
ლერი ნამჩევაძე-,,ვნერვიულობ, ზოგჯერ ოფლიც მომდის და მცხელა. ვიძაბები. მინდა, რომ უფრო კარგად  ვწერო  და ლამაზი ხელის ჩუქურთმა მქონდეს“.
ლიზი დეკანოიძე-,,მიხარია, რომ ამ პროექტში ვღებულობ მონაწილეობას. სრულებითაც არ ვღელავ. ვცდილობ, ნელა და ლამაზად ვწერო. იმედია, გავიმარჯვებ“.
გიორგი მანაგაძე-,,მინდა, როგორც ჩემი მასწავლებელი წერს, ისე ლამაზად დავწერო“.
მარიამ სალუქვაძე-,,ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ წერას, რომ ჩემი ნამუშევარი სხვადასხვა ნახატით გავაფორმო  და ,,საგამოფენო ზონაში“ გამოვფინო“.
კარლი მუკბანიანი-,,მე ძალიან მომწონს ჩემი ნაწერი. ლამაზად გამომყავს ასოები. ვფიქრობ, ჩემი ნაწერი ყველას მოეწონება“.
წერის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გულდასმით წაიკითხეს თავიანთი ნაშრომი, შემდეგ კი ჯგუფებში მეწყვილის ნაწერსაც გადახედეს, იმსჯელეს და დაიწყეს დიზაინის შემუშავებაზე ფიქრი. მათ გაუადვილდათ ამ აქტივობის შესრულება, რადგან ხელოვნების გაკვეთილებზე უამრავი აპლიკაცია ჰქონდათ დამზადებული. ისინი ხატავდნენ ლამაზ ყვავილებს, ხეებს, ბუჩქებს, მწერებს, მანქანებს, ამზადებდნენ ჩარჩოებს, აფერადებდნენ, ჭრიდნენ და მუყაოზე აწებებდნენ-ქმნიდნენ ახალ პროდუქტს. დასრულებულ აპლიკაციებს უღებდნენ ფოტოებს და ერთმანეთს უზიარებდნენ. აპლიკაციების დამზადების დასრულების შემდეგ საკუთარი ფანტაზიითა და გემოვნებით მორთეს ნაწერები და კლასში ,,საგამოფენო ზონაში“ მოაწყვეს გამოფენა, შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს. მოსწავლეებმა  გადაიღეს ფოტოები.







პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები იგეგმებოდა მოსწავლეებთან ერთად. დასრულების შემდეგ მათ მოიწვიეს მშობლები, დაწყებითი კლასის სხვა მოსწავლეები და მოაწყვეს საჯარო პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა შეიმუშავეს სპეციალური კითხვარი, რითაც აწარმოებდნენ კვლევას. ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ და ერთვებოდნენ პრობლემის მოგვარების გუნდურ პროცესში, რომლის დროსაც უკეთ ახერხებდნენ საჭირო ინფორმაციის მიღებასა და უნარ-ჩვევების განვითარებას. კვლევის შედეგებზე ერთად მსჯელობდნენ და დამოუკიდებლად გამოჰქონდათ დასკვნები.
პროექტის გეგმაში თავიდანვე არ იყო გაწერილი და მინიშნებული საუკეთესო კალიგრაფის გამოვლენა. მიზანი იყო, რომ გაგვემხნევებინა თითოეული მოსწავლე, დაგვეჯილდოვებინა მათი მონდომება და ძალისხმევა.
ასეთ შემთხვევაში სწავლა აქტიურ პროცესად გარდაიქმნება და იგი არაა მოსაწყენი, ერთფეროვანი. მოსწავლეები მოტივირებულნი არიან და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნიათ. ისინი ხალისით მუშაობენ, თანამშრომლობენ ერთმანეთთან. კოლაბორაცია, გუნდური  მუშაობა მათი სტრატეგიაა.







ისტ-ი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ. ინფორმაციის გაზიარება ბუკის საშუალებით მათთვის იყო ერთადერთი გზა და მიეცათ მეტი შანსი, ყოფილიყვნენ შემოქმედებითნი, ინოვაციურები., მონაწილეობას იღებენ საკუთარი სწავლის პროცესში.  წახალისებულია მათი შემოქმედებითობა.
ხელოვნების გაკვეთილებზე ფოტოს გადაღების დროს მოსწავლეები ცდილობდნენ, რომ ეკრანზე გამოსახულება ზუსტად და სუფთად აღბეჭდილიყო, არეგულირებდნენ დროს, შეცდომების შემთხვევაში ხელახლა უხდებოდათ გადაღება. ის მასალები, რომლებიც მათ წარმოადგინეს, აუცილებლად ითხოვდა კომპიუტერის გამოყენებას. სხვა რესურსი ფაქტობრივად, მათთვის მიუწვდომელი იყო. ბუკის საშუალებით ადვილად ახდენდნენ ფოტოებისა და პრეზენტაციების დემონსტრირებას.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტის შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლის დაცვით; ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების გამოყენება; კონკრეტული საკითხების დამუშავება; ქართული ენისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება; საჭიროებებიდან გამომდინარე ისტ-ის ადეკვატურად გამოყენება.


პროექტის ხელმძღვანელი:

ნინო გამყრელიძე -  განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი.



მოსწავლეთა მიერ პროექტზე განხორციელებული თითოეული აქტივობის ანგარიში

თარიღი:
ჯგუფი:
აქტივობის შესრულების ვადა:

                                                     შინაარსობრივი სამუშაო

 მოვაგვარეთ:
მოცემულ ვადაში ჩვენ წარმატებით გავართვით თავი შემდეგ სამუშაოს:
------------------------------------------------------------------------------------------------------------
წავაწყდით დაბრკოლებებს:
მოცემულ დროში სირთულეებმა იჩინა თავი შემდეგი სამუშაოს შესრულებისას:
---------------------------------------------------------------------------------------------------
ალბათ გვჭირდება...-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამისათვის გადავწყვიტეთ:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჯგუფში თანამშრომლობა:
პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფში თავი იჩინა შემდეგმა პრობლემებმა:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემის მოგვარება ამგვარად ვცადეთ:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემა ამით:
     
არ მოგვარდა    
მოგვარდა
   
საჭიროებები:

ჩვენ გვჭირდება:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



                    ჯგუფის მუშაობის მეტაანალიზი


კრიტერიუმები
სავსებით ვეთანხმე
ბი
ვეთანხმე
ბი
ნაწილობ
რივ ვეთანხმები
თითქმის არ ვეთანხმე
ბი
ქმედებაზე ორიენტაცია: 
პასუხისმგებლობის აღება არ მიჭირს; გაჭიანურებული საქმე არ მიყვარს; ვზრუნავ ჯგუფის წინსვლაზე




განვითარებაზე ორიენტაცია:
რუტინა არ მიყვარს; ყურადღებას ვაქცევ ჯგუფში მრავალფეროვნებას.




ჯგუფზე ორიენტაცია: ჩემთვის მნიშვნელოვანია ჯგუფში განწყობა; დისკუსია არ მიყვარს; არ მიჭირს დათმობაზე წასვლა.




ანალიტიკოსი:
 ჩემთვის მნიშვნელოვანია საკითხების სიღრმისეული შესწავლა; პასუხისმგებლობას არ გავურბივარ.







                                           შეფასების რუბრიკა


                  კრიტერიუმები

ყოველთვის
ზოგ
ჯერ
იშვია
თად
არას
დროს
მზად არის, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს  რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა; შეუძლია ჯგუფის სხვა წევრის წინადადებების მოსმენა, გათვალისწინება და განვითარება




 ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს; მისი სამუშაო რესურსები  მოწესრიგებულია




იგებს ინსტრუქციას და სწორად ასრულებს დავალებას; წერს გამართული კალიგრაფიით; იყენებს საწერ ბადეს მართებულად; წერს სუფთად




ყურადღებით ეკიდება დაშვებული შეცდომების გასწორებას




იყენებს სახვითი ხელოვნების ძირითად  პინციპებსა და ელემენტებს, სხვადასხვა მასალას  ნამუშევრის შესაქმნელად; 







მოსწავლეთა მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტის შეფასების კითხვარი


მოსწავლის სახელი, გვარი:
პროექტის დასახელება:
პროექტზე მუშაობის ვადები:

1.   როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა
ბ) მასწავლა
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია
დ) ახალი არაფერი მისწავლია
2.   შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა
ბ) უკეთესი გახდა
გ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო
გ) გაუარესდა
3.    ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო
ბ) ნათელი იყო
გ) არც ისე ნათელი იყო
დ) სრულიად გაურკვეველი იყო
4.    მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ მემუშავა პროექტზე.
ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები
5.    როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო.
ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები
6.    შედეგებით კმაყოფილი ვარ.
ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები

გმადლობთ დახმარებისთვის!